Rest & Travel in Georgia - ისრაელი - ამაღლება
ნახე საქართველო

ENG | რეგისტრაცია | შესვლა
შაბათი, 10.12.2016, 15:40
მოგესალმები სტუმარი | | ENG
ზამთრის კურორტები
მოგზაურობა საქართველოში
დასვენება საქართველოში
დამატებითი სერვისები
ფოტო ალბომი
მეგობარი საიტები
ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაული წმინდა მიწაზე
2009 წლის 25 - 31 მაისი
 
25 მაისი
ორშაბათი - 04:50 შეკრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. 07:50 გაფრენა ისრაელის მიმართულებით. 09:50 ჩაფრენა თელ-ავივში ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში. დახვედრა და სავიზო ფორმალობის გავლა აეროპორტში. გამგზავრება ჩრდილოეთში. ნაზარეთი. ხარების ტაძარი (ღვთისმშობლის წყარო), მთავარანგელოზ გაბრიელის ტაძარი. სასტუმრო ტვერიაში. ვახშამი სასტუმროში.
 
26 მაისი
სამშაბათი - საუზმის შემდეგ ექსკურსია თაბორის მთაზე. თაბორის მთის მონახულების შემდეგ, გალილეის კანა: კანას ტაძარი (პირველი სასწაულქმედება კანას ქორწილში), გალილეის ზღვა. მაგდალა. ტაბგა: ტაძარი პურისა და თევზის სასწაულებრივად გამრავლებისა. კაპერნაუმი: თორმეტი მოციქულის მონასტერი. ნეტარების მთა: მთის ქადაგების ეკლესია. მდ იორდანე. გამგზავრება იერუსალიმში. სასტუმრო იერუსალიმში. ვახშამი სასტუმროში.
 
27 მაისი
ოთხშაბათი - საუზმის შემდეგ გამგზავრება ბეთანიაში. ლაზარეს აღდგინება (საფლავი), ლაზარეს ტაძარი, პეტრე-პავლეს კათოლიკური ტაძარი. ბეთლემი. ქრისტეშობის ტაძარი, წმ. საბა განწმენდილის საფლავი, წმ. საბას ლავრა. ფეოდოსი დიდის მონასტერი (იოანე მოსხის საფლავი). ელია წინასაწრმეტყველის ტაძარი. დაბრუნება იერუსალიმში. ვახშამი სასტუმროში.
 
28 მაისი
ხუთშაბათი - ამაღლება - წირვა ამაღლების მონასტერში. თავისუფალი დრო. ვახშამი სასტუმროში.
 
29 მაისი
პარასკევი - საუზმის შემდეგ ”ვია დოლოროსა” - ჯვარცმის გზა. მაცხოვრის ტაძარი: გოლგოთა, გარდამოხსნის ადგილი, მაცხოვრის საფლავი. ექსკურსია იერუსალიმში. სიონის მთა. საიდუმლო სერობის ეკლესია. დავით მეფსალმუნის საფლავი. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. ტაძარი ”მამაო ჩვენო”. წმ. მარია მაგდალინელის რუსული ეკლესია. ღვთისმშობლის საფლავი. გეთსემანიის ბაღი. ქართული ჯვრის მონასტერი. კატამონი. სვიმონ მიმრქმელის საფლავი. ვახშამი სასტუმროში.
 
30 მაისი
შაბათი - საუზმის შემდეგ ექსკურსია ”უდაბნოს მონასტრები”: წმ. გიორგი ხოზივიტისა და წმ. გერასიმე იორდანელის მონასტრების მონახულება. მკვდარი ზღვა. ექსკურსიი შემდეგ გამგზავრება თელ ავივში. ვახშამი სასტუმროში.
 
31 მაისი
კვირა - საუზმე და სასტუმროს ნომრების ჩაბარება. ექსკურსია ლოდში. წმ. გიორგის ტაძრის მონახულება. ექსკურსია თელ-ავივში (ძველი ქალაქი იაფო). თავისუფალი დრო თელ-ავივში. 21:00 შეკრება და ორგანიზებული ტრანსფერი ბენ გურიონის აეროპორტში. 01:05 გამოფრენა თელ-ავივიდან. 04:50 თბილისში ჩამოფრენა.
განთავსება:
Caesar Hotel 4* (ტვერია 1 ღამე)
Caesar Hotel 4* (იერუსალიმი 4 ღამე)
Sea Net Hotel 4* (თელ ავივი 1 ღამე)
 
საგზურის ღირებულებაში შედის:
• ავიაბილეთი თბილისი-თელ-ავივი-თბილისი
• აეროპორტის ყველა მოსაკრებელი და საწვავის დანამატი
• სატრანსპორტო მომსახურება ისრაელის ტერიტორიაზე აეროპორტიდან აეროპორტამდე კომფორტული ავტობუსებით
• საექსკურსიო მომსახურება პროგრამის მიხედვით ლიცენზირებული რუსულენოვანი გიდების თანხლებით
• ცხოვრება სასტუმროში ორჯერადი კვებით (6 ღამე)
• სამოგზაურო დაზღვევა
• ბარგის დაგვიანების დაზღვევა
• ისრაელის სავიზო მოსაკრებელი
 
დამატებითი გადასახადები ადგილზე:
• სადილი ექსკურსიებზე (დაახლოებით $14-16 ყოველი სადილი, სურვილისამებრ)
• მძღოლისა და გიდის ფეხის ქირა (სულ დღეში $2)
• გიდის გასამრჯელო პალესტინაში $5



მოგზაურობა საქართველოში
მოგზაურობა საზღვარგარეთ
დასვენება საზღვარგარეთ
ეგვიპტე
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2016 | Website builder - uCoz