ნახე საქართველო

ENG | რეგისტრაცია | შესვლა
შაბათი, 27.04.2024, 09:55
მოგესალმები სტუმარი | | ENG
ზამთრის კურორტები
მოგზაურობა საქართველოში
დასვენება საქართველოში
დამატებითი სერვისები
ფოტო ალბომი
მეგობარი საიტები

ურეკი

მდებარეობა: დაბა ურეკი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. ის დიდი მნიშვნელობის ზღვის კლიმატური კურორტია.

კლიმატი: ჰავა არის ზღვის სუბტროპიკული, აქ იცის თბილი უთოვლო ზამთარი და ცხელი ზაფხული.
ძირითადი სამკურნალო ფაქტორები არის: ქვიშიანი პლაჟი, ზღვა და ზღვის ჰავა.
კურორტის აღწერა: ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია პატარა ბავშვებისათვის. ამ კურორტის პლაჟის ქვიშა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეტიტის ნაწილაკებს. ურეკის მიდამოებში აღინიშნება მომატებული მაგნიტური ველი, რაც ბუნებრივ საკურორტო ფაქტორად არის მიჩნეული.
ურეკში საზაფხულო სეზონი ივნისის თვიდან იწყება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.
ინფრასტრუქტურა: ურეკში არც თუ ის ებევრი კაფე-ბარი და ღამოს კლუბია როგორც აჭარის კურორტებზე, თუმცა ეს კურორტი დამსვენებლის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. ურეკი იდეალური ადგილია ოჯახური დასვენებისთვის და განტვირთვისთვის.
ურეკში არის საკმაოდ ბევრი კეთილმოწყობილი სასტუმრო, და დასასვენებელი პუნქტები, ასევე არანაკლებ კეთილმოწყობილი კერძო სექტორი სადაც შედარებით ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ დაისვენოთ. 



მოგზაურობა საქართველოში
მოგზაურობა საზღვარგარეთ
დასვენება საზღვარგარეთ
ეგვიპტე
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024 | Website builder - uCoz