ნახე საქართველო

ENG | რეგისტრაცია | შესვლა
სამშაბათი, 19.03.2024, 13:48
მოგესალმები სტუმარი | | ENG
ზამთრის კურორტები
მოგზაურობა საქართველოში
დასვენება საქართველოში
დამატებითი სერვისები
ფოტო ალბომი
მეგობარი საიტები

ზოგადი ინფორმაცია საქართველოს შესახებ

ფართობი – 69 700 კმ2

 
ესაზღვრებიან: აღმოსავლეთით – აზერბაიჯა-ნი, დასავლეთით – თურქეთი, ჩრდილოეთით – რუსეთი, სამხრეთით – სასომხეთი.
 
გეოგრაფია: მთათა სისტემა და ბორცვები მოიცავს საქართველოს ტერიტორიის 80%-ს. მდებარეობა 40’ და 47’ აღმოსავლეთის განედის და 41’ და 44’ სამხრეთის გრძედს შორის.
 
დედაქალაქი – თბილისი (მოსახლეობა 1 092.9 ათასი კაცი).
 
უდიდესი ქალაქები: ქუთაისი (მოსახლეობა 189.7 ათასი კაცი), ბათუმი (122.2 ათასი კაცი), რუსთავი (117.9 ათასი კაცი), სოხუმი (აღწერა არ ჩატარებულა), ზუგდიდი (72.2 ათასი კაცი), გორი (50.2 ათასი კაცი), ფოთი (47.3 ათასი კაცი), თელავი (20.2 ათასი კაცი),
 
ეთნიკური შემადგენლობა: ქართველები – 83,8%, აზერბაიჯანელები – 6,5%, სომხები – 5,7%, რუსები – 1,5%, ოსები – 0,9%, ბერძნები – 0,3%, უკრაინელები – 0,2%, აფხაზები – 0,1%, ებრაელები – 0.1%, სხვა – 0.1%.
 
სახელმწიფო ენა: ქართული. ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული და აფხაზური.
 
ეროვნული ვალუტა: ლარი, 1 USD – 1,7 ლ (01.02.2007 წ. მონაცემებით)
 
ოფიციალური დასვენების დღეები: 1 იანვარი – ახალი წელი, 7 იანვარი – შობა, 19 იანვარი – ნათლისღება, 3 მარტი – დედის დღე, 8 მარტი – ქალთა დღე, აღდგომა, 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 28 აგვისტო – მარიამობა, 14 ოქტომბერი – სვეტიცხოვლობა, 23 ნოემბერი – გიორგობა.
 
 
კლიმატი
აღმოსავლეთ საქართველოში კლიმატი არის მშრალი და კონტინენტური, ცხელი ზაფხულითა და ზომიერი ზამთრით, დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე თბილი და სუბტროპიკული კლიმატი აღინიშნება.
 
 
ფლორა და ფაუნა
საქართველო თავისი პატარა ტერიტორიის მიუხედავად, დაჯილდოებულია არაჩვეულებრივი ფლორით. ყოველივე ეს განსაზღვრა ქვეყნის გეოგრაფიულმა და კლიმატურმა ზონებმა, რაც აისახება განსხვავებული ჯიშის მცენარეულობის არსებობაში.
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ფლორა, საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. აღმოსავლეთ საქართველოს არაწიწვოვან ზონებში არის მშრალი და ნახევრად მშრალი ჰავა, რის გამოც გამწვანება და მცენარეულობა ნაკლებად შეიმჩნევა. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, თავისი ნოტიო ჰავის გამო იგი ხშირი ტყეებით გამოირჩევა. საქართველოს ფაუნა შერწყმულია ევროპული, ცენტრალური აზიის და აფრიკის ფაუნის ელემენტებთან. საქართველოში არსებობს ძუძუმწოვართა ასობით სახეობა, აგრეთვე 330 სახის ფრინველი, 48 რეპტილია, 11 ამფიბია და 160 თევზის სახეობა.
საქართველო მდებარეობს ორი კონტინენტის, ევროპისა და აზიის საზღვარზე. როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური კულტურა აისახა ქართული ცივილიზაციის შექმნასა და ჩამოყალიბებაში. ცხოველთა სამყაროთი დაჯილდოვებული მიწაწყალი, შედარებით რბილი კლიმატი, ნოყიერი ნიადაგი, მდიდარი ბუნებრივი რესურსების სიუხვე, ქართველი ხალხისთვის ადვილად ასათვისებელი გახდა და მან განავითარა სოფლის მეურნეობა.
 
 
ისტორია
ქვეყნის სახელწოდება – საქართველო, მომდინარეობს ისტორიული მხარის - ქართლის სახელიდან.
გეოგრაფიულად საქართველო იყოფა ორ ნაწილად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდ. ვითარებიდან გამომდინარე, არსებობდა ორი კულტურა დასავლეთ ქართული – კოლხური და აღმოსავლეთ ქართული – იბერიული.
ფარნავაზმა ძვ.წ. IV-III საუკუნის მიჯნაზე შექმნა პირველი აღმოსავლურ-ქართული სახელმწიფო – ქართლის სამეფო. ამის შემდეგ IV საუკუნემდე ქართლში მეფობს ფარნავაზიანთა დინასტია. ეს პერიოდი მნიშვნელოვანი იყო საქართველოსათვის. ქართული საისტორიო ტრადიცია ქართული დამწერლობის შექმნას მეფე ფარნავაზს მიაწერს, ქრისტეს შობამდე III საუკუნეში.
საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება უკვე I საუკუნიდან დაიწყო. ქრისტიანობა აქ იქადაგეს ქრისტეს მოწაფეებმა: წმ. ანდრია პირველწოდებულმა, წმ. სვიმონ კანანელმა და წმ. მოციქულმა მატათამ. მე-4 საუკუნის 30-იან წლებში საქართველოში შემოვიდა წმინდა ნინო (კაბადოკიელი), რომელიც ქადაგებდა ქრისტიანობას, მეფე მირიანმა 326 წელს სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ქრისტიანობა. ამ პერიოდიდან იწყება კულტურული მოღვაწეობაც. უნდა აღინიშნოს, ცნობილი სწავლული-ფილოსოფოსები: პეტრე იბერიელი და იოანე ლაზი. 
მე-4 საუკუნეში ფაზისში (ფოთი) ფუნქციონირებდა რიტორიკისა და ფილოსოფიის სკოლა. ითარგმნებოდა უძველესი წიგნები და ხელნაწერები. მე-5 საუკუნეში შეიქმნა "შუშანიკის წამება", ხოლო მე-6 საუკუნეში "ევსტატე მცხეთელის მარტვილობა".
მე-5 საუკუნეში ქართლს ისევ შემოესივნენ სპარსელები, ამ დროს მეფობს ვახტანგ გორგასალი, მისი სახელი ასოცირდება საეკლესიო რეფორმებსა და დედაქალაქის მცხეთიდან თბილისში გადმოტანასთან.
საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერიოდად უდავოდ ითვლება XI-XII საუკუნეები. როდესაც, 1089 წელს მეფე გიორგი II გადადგა ტახტიდან და თავისი ადგილი დაუთმო 16 წლის ვაჟს დავითს. დავით IV იყო უდიდესი პოლიტიკური ფიგურა და რეფორმატორი, მას მადლიერმა ქართველმა ერმა აღმაშენებელი უწოდა.
1103 წელს მან შეკრიბა მთელი საქართველოს ეკლესიათა წინამძღვარები და I საეკლესიო კრება მოიწვია, რომელიც ისტორიაში რუის-ურბნისის საეკლესიო კრების სახელით შევიდა. შეიქმნა რეგულარული ჯარი. დავითმა დაამარცხა თურქები და განდევნა ისინი ქართული მიწიდან. მან ჩრდილოეთიდან ჩამოასახლა 40 000 ყივჩაღი ჯარის გაზრდის მიზნით, დასაჯა უღირსი და მოღალატე თავად-აზნაურები და თანამდებობზე დანიშნა ქვეყნის ერთგული და პატრიოტი პირები.
1184-1213 წ.წ. საქართველოს სამეფოს აღორძინება გაგრძელდა თამარის მეფობის პერიოდში. საქართველო არა მხოლოდ იგერიებდა თურქი დამპყრობლების შემოსევებს, არამედ ამარცხებდნენ მათ და აძევებდნენ ამიერკავკასიის სამეფოებიდან. აღსანიშნავია შამქორის (1195) და ბასიანის (1202) ბრძოლები. თამარის მეფობის პერიოდში საქართველო გახდა უძლიერესი სახელმწიფო მცირე აზიაში.
XI-XIII საუკუნეებში საქართველოში "ოქროს ხანა" დადგა. ამ დროს დაიწერა შოთა რუსთაველის ბრწყინვალე პოემა "ვეფხისტყაოსანი".
მე-13 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს მონღოლთა ურდოები შემოესია. ქვეყნის იმდროინდელი ხელისუფლება უძლური აღმოჩნდა მათ წინააღმდეგ ბრძოლაში. ეკონომიკა განადგურდა, აყვავებული ქალაქები დაინგრა. 1386-1403 წ.წ. თემურ-ლენგი რვაჯერ შემოესია საქართველოს. ქვეყანა ნანგრევებად იქცა, განადგურდა პროვინციები, საირიგაციო არხები, გაჩანაგდა სოფლის მეურნეობა. მოსახლეობა გაიხიზნა მთაში.
მუდმივი შემოსევების შედეგად დაუძლურებული სახელმწიფო დაშლისკენ მიიწევდა. ეკონომიკურმა დაღმასვლამ და ფეოდალთა ორგულობამ საქართველო დაანაწევრა და სამფლობელოებად დაყო. ქვეყანა დაიშალა კახეთის, ქართლის და იმერეთის სამეფოებად.
მე-18 საუკუნეში მეფე ვახტანგ VI შეეცადა ქვეყანა გამოეყვანა ეკონომიკური და პოლიტიკური კოლაფსიდან. 1709 წელს დააარსა პირველი ქართული სტამბა, ანთიმოზ ივერიელის დახმარებით, სადაც 1712 წელს დაიბეჭდა პირველი “ვეფხისტყაოსანი”. 1723-1735 წელს თურქი დამპყრობლები ისევ შემოესივნენ საქართველოს.
1744-1798 წ.წ. ერეკლე II, "პატარა კახი" ავიდა აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოს ტახტზე. მან ენერგიული ნაბიჯები გადადგა საქართველოს გაერთიანებისა და გაძლიერებისთვის. ვინაიდან ერეკლე II საკუთარი ძალებით ვერ შეძლო ქვეყნის დაცვა დამპყრობლებისგან, მან გადაწყვიტა მიემართა ერთმორწმუნე რუსეთისთვის და მისი მხარდაჭერა მოეთხოვა. 1783 წელს ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელსაც "გეორგიევსკის ტრაქატატი" ეწოდა. ტრაქტატის თანახმად, ქართველი მეფეები ცნობდნენ რუსეთის იმპერიის ძალაუფლებას, მაგრამ რუსეთი არ უნდა ჩარეულიყო საქართველოს შინაურ საქმეებში. ძალიან მალე ქართლ-კახეთის ბედი გაიზიარა იმერეთის სამეფომ და სამეგრელოს სამთავრომ. 1891 წელს საქართველო მთლიანად მოექცა რუსეთის იმპერიის კლანჭებში. რუსები უგულველყოფდნენ ქართველთა ტრადიციებს და ჩვევებს, ცდილობდნენ ძირფესვიანად აღმოეფხვრათ ქართული ენა, კულტურა. თითქმის ყველა მონასტრის უძველესი ფრესკები თეთრად გადაიღება. კათოლიკოსის წოდება გაუქმდა, მასთან ერთად გაუქმდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია.
1917 წელს თებერვლის ბურჟუაზიული რევოლუციის შედეგად, შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დროებითი მთავრობით. საქართველოს ეკლესიამ მარტში აღიდგინა ავტოკეფალია და აირჩია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი.
1918 წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს მიერ საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ რესპუბლიკად, რომლის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩიეს ნოე ჟორდანია. 1920 წლის 7 მაისს რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. საქართველოს ხელისუფლება დე-ფაქტოდ ცნო ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ და იაპონიამ.
1921 წლის თებერვალში საბჭოთა წითელი არმია შემოიჭრა თბილისში, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო.
მე-20 საუკუნის 30-იან -80იან წლებში დამყარდა დიქტატორული რეჟიმი საქართველოში.
 
 
უახლესი ისტორია
საქართველო საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც პირველებმა გადადგეს ნაბიჯი დამოუკიდებლობისაკენ. ამ პროცესს დიდწილად ხელი შეუწყო 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებმა, როდესაც საბჭოთა ჯარებმა სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი მანიფესტაცია.
საბჭოთა საქართველოს არსებობას საბოლოოდ დაუსვა წერტილი 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებმა. არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა ”მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", მას სათავეში ედგა ზვიად გამსახურდია.
1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც საქართველოს მოსახლეობამ გამოხატა თავისი არჩევანი და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაუბრუნა. ამავე წლის 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.
1991 წლის 26 მაისი – საქართველოში გაიმართა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ხმების 87% მოიპოვა ზვიად გამსახურდიამ და იგი გახდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი.
9 აპრილის მოვლენებს დიდი გამოძახილი ჰქონდა საბჭოთა კავშირის ბევრ რესპუბლიკაში, განსაკუთრებით კი ბალტიისპირეთის ქვეყნებში.
1991 წლის მეორე ნახევარში ზვიად გამსახურდიას მთავრობის წინააღმდეგ დაიწყო საპროტესტო აქციები: ინტელიგენციის ნაწილი ოპოზიციაში აღმოჩნდა. დაპირისპირებამ მეტად მწვავე ხასიათი მიიღო დეკემბრის ბოლო დეკადაში, საქართველოში გაჩაღდა სამოქალაქო ომი. 1992 წლის 6 იანვარს ზ. გამსახურდია თავისი მომხრეებით იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო. 2 თვის მანძილზე ქვეყანა იმართებოდა ე.წ. "სამხედრო საბჭოს" მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი და სამხედრო გაერთიანების "მხედრიონის" ლიდერი ჯაბა იოსელიანი.
1992 წლის მარტში ქვეყანაში ჩამოვიდა ედუარდ შევარდნაძე, იგი სათავეში ჩაუდგა "სამხედრო საბჭოს".
1993 წელს უკვე დე ფაქტოდ დაკარგულ სამხრეთ ოსეთის რეგიონს (სამაჩაბლოს) დაემატა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელმაც რუსეთის საჯარისო დანაყოფებისა და ჩრდილო კავკასიის ხალხთა კონფედერაციის მხარდაჭერით და უშუალო დახმარებით გაწყვიტა ურთიერთობა საქართველოსთან და დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა მსოფლიო აღიარება ვერ მოიპოვა, ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთმა.
1995 წელს მიღებული იქნა საქართველოს კონსტიტუცია. ამავე წელს ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს ე. შევარდნაძე, ის საქართველოს ხელმძღვანელობდა 2003 წლის 23 ნოემბრამდე.
1999 წელს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, გამარჯვება მოიპოვა სახელისუფლებო პარტიამ "საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა".
2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მასობრივი გაყალბების მიუხედავად არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა ბლოკი "ახალი საქართველოსთვის". რის გამოც 2003 წლის 4 ნოემბრიდან საქართველოში დაიწყო მშვიდობიანი მასობრივი გამოსვლები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე.
22 ნოემბერს, 2 ნოემბერს არჩეული ახალი პარლამენტის გახსნის დღეს, ვითარება უკიდურესობამდე გამწვავდა – დილიდან თავისუფლების მოედანი მომიტინგეებმა აავსეს. თბილისის მერიის აივნიდან მათ რიგრიგობით მიმართავდნენ რევოლუციის ლიდერები, რომლებიც მოითხოვდნენ პრეზიდენტის გადადგომას და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, აღშფოთებულმა მომიტენგეებმა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიისა და პარლამენტის შენობები დაიკავეს.
2003 წლის 23 ნოემბერს კრწანისის სამთავრებო რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი, ედუარდ შევარდნაძემ პრესის წინაშე გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაევალა პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს.
2004 წლის 4 იანვარს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 97% მიიღო და უპირობო გამარჯვება მოიპოვა.
2004 წლის 25 იანვარს შედგა საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია.
2004 წლის 17 თებერვალს საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად საქართველოს პრემიერ-მინისტრად აირჩიეს ზურაბ ჟვანია.
2004 წლის 28 მარტს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა სახელისუფლებო ბლოკმა “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები”. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კი არჩეულ იქნა ნინო ბურჯანაძე.
 
 
რელიგია
საქართველოში ქრისტიანობა მე-4 საუკუნის 30-იან წლებში შემოვიდა. ქართველთა განმანათლებლად წოდებული წმინდა ნინო (კაბადოკიელი) იყო. მან თავისი ლოცვა-კურთხევით განკურნა დედოფალი ნანა და მოაქცია მეფე მირიანი. არსებობს ლეგენდა როდესაც მეფე მირიანი სანადიროდ იმყოფებოდა უცბად ჩამობნელდა, მეფე ნინოს ღმერთს შეევედრა და სინათლეც მოეფინა ზეცას. ამის შემდეგ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. მცხეთაში აგებულია ტაძარი, რომლის სიდიადეც ადამიანის შემოქმედების ზღვარს აღემატება. ქართველ ორთოდოქს ქრისტიანთა (მართლმადიდებელთა) ჯვარს განსხვავებული ფორმა აქვს. იგი წმ. ნინოს ჯვრად იწოდება, ნინომ ჯვარი ვაზის ტოტებისა და საკუთარი ნაწნავისგან შექმნა. ამ ჯვრით მოაქცია მან საქართველო.
ქრისტიანობამდე საქართველოში მაზდიანთა (ცეცხლთაყვანისმცემლობა) კერპებს სცემდნენ თაყვანს. მეფე ვახტანგ გორგასალმა არქიმანრდიტს კათოლიკოსის წოდება მიანიჭა. ამგვარად შეიქმნა იბერიის ეკლესიის ავტოკეფალია.
გადმოცემით, ქრისტიანობის პირველი მქადაგებლები საქართველოში იყვნენ მოციქულები: ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი და ბართლომე. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია შეიქმნა IV საუკუნის 30-იან წლებში. მაშინ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიადაც გამოცხადდა.
ქართლში პირველი საეპისკოპოსო კათედრა დაარსდა სამეფოს დედაქალაქ მცხეთაში, ქართლის ეკლესიის მეთაური ატარებდა მთავარეპისკოპოსის ტიტულს. მართლმადიდებელი ქართული ეკლესია V საუკუნემდე იერარქიულად ექვემდებარებოდა ჯერ კონსტანტინოპოლს, მერე კი ანტიოქიის საპატრიარქოებს. 466-468 წწ. ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, ქართლში ერთდროულად დაარსდა 12 საეპისკოპოსო კათედრა, ხოლო ეკლესიის მეთაურმა მიიღო კათალიკოსის ტიტული. ამ დროიდან ქართული ეკლესია ავტოკეფალური გახდა. VI საუკუნეში ქრისტიანობის განმტკიცებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით ასურელ მამებს.
XI საუკუნეში საქართველოში დაარსდა რიგით VI საპატრიარქო მსოფლიოში, მაგრამ დავით IV აღმაშენებელის დროს ქართული ეკლესია სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო მეთვალყურედ კი მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი დაინიშნა. მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დიდი როლი ითამაშა საქართველოში წერა-კითხვის განვითარებაში, ეკლესია-მონასტრებთან იყო სკოლები და აკადემიები (გელათში, იყალთოში), სადაც ბერ-მსახურები ეწეოდნენ მწიგნობრობას, მათ შექმნეს ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლები.
საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა, მოისპო კათალიკოს-პატრიარქის თანამდებობა. ქართული ეკლესია იქცა რუს სინოდის საეგზარქოსოდ. 1852-69 წლებში საეკლესიო ქონება ხაზინას გადაეცა და სამღვდელოებას ჯამაგირი დაენიშნა. 1917 წ. 12 (25) მარტს ქართულ სამღვდელოებამ აღიდგინა ავტოკეფალია და სექტემბერში აირჩია კათალიკოს-პატრიარქი.
1978 წელს აირჩიეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II. რომლის ლოცვა-კურთხევითაც საქართველოში მრავალი ეკლესია და ტაძარი აღადგინეს და ააგეს. აღნიშვნის ღირსია სამების საკათედრო ტაძარი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი სამონსატრო კომპლექსია მსოფლიოში, მისი სიმაღლე 83 მეტრია, და მის ტერიტორიაზე 12 ეკლესია და სამლოცველო ამოქმედდება.
 
 
ქართული ენა
ქარ¬თუ¬ლი ენა არის სა¬ქარ¬თვე¬ლოს სა¬ხელ¬მწი¬ფო ენა (აფხა¬ზე¬თის ავ¬ტო¬ნო¬მი¬ურ რეს¬პუბლი¬კა¬ში ქარ¬თულ-თან ერ¬თად სა¬ხელ¬მწი¬ფო ენად აღი¬ა¬რე¬ბუ¬ლია აფხა¬ზუ¬რი ენა). მსოფ¬ლი¬ო¬ში ქარ¬თულ ენა¬ზე 7 მი¬ლი¬ონ¬ზე მე¬ტი ადა¬მი¬ა¬ნი მე¬ტყველებს.
ქარ¬თუ¬ლი ენა იბე¬რი¬ულ-კავ¬კა¬სი¬ურ ენა¬თა ოჯა¬ხის ქარ¬თვე¬ლურ ჯგუფს განე¬კუთ¬ვნე¬ბა, ამა¬ვე ჯგუფ¬ში შემო¬დის ქარ¬თვე¬ლუ¬რი ენა-კი¬ლო¬ე¬ბი: მე¬გრულ¬-ლა¬ზუ¬რი და სვა¬ნუ¬რი, რომ¬ლებსაც შე¬ნარ¬ჩუ¬ნე¬ბუ¬ლი აქვთ არა¬ერ¬თი არ¬ქა¬უ¬ლი ნი¬შან-თვი¬სე¬ბა ქარ¬თუ¬ლი ენი¬სა. ქართველურ ენა-კი¬ლო¬თა გამო¬წვლილ¬ვი¬თი შე¬სწავ¬ლა შე¬საძ¬ლე¬ბელს ხდის ქარ¬თუ¬ლი ენის განვი¬თა¬რე¬ბის ის¬ტო¬რი¬ულ კა¬ნონ¬ზო¬მი¬ე¬რე¬ბა¬თა და¬დგე¬ნას.
თა¬ნა¬მედ¬რო¬ვე ქარ¬თულ ენა¬ში არის შვი¬დი ბრუნ¬ვა და მრა¬ვალ¬პი¬რი¬ა¬ნი უღ¬ვლი¬ლე¬ბის სისტე¬მა.
ქარ¬თულ სა¬მწერ¬ლო ენას აქვს თვით¬მყო¬ფა¬დი ან¬ბა¬ნი – მხედ¬რუ¬ლი, რომ¬ელიც არის ნუსხუ¬რის ევო¬ლუ¬ცი-ის შე¬დე¬გი, ხო¬ლო ნუს¬ხუ¬რი კი, თა¬ვის მხრივ, გან¬ვი¬თარ¬და ასომთავრულისა¬გან, იგივე მრგვლო¬ვა¬ნი სა¬ხე¬ო¬ბი¬სა-გან. მხედ¬რუ¬ლი ან¬ბა¬ნი შე¬ი¬ცავს 33 ასო-ბგერას (გრა¬ფე¬მას), რაც სრულ¬ყო¬ფი¬ლად ასა¬ხავს თა¬ნა¬მედ¬რო¬ვე ქარ¬თუ-ლი ენის ბგე¬რით შედგე¬ნი¬ლო¬ბას – ქარ¬თულ ენა¬ში 28 თან¬ხმო¬ვა¬ნი და 5 ხმო¬ვა¬ნია.
დღე¬მდე ქარ¬თუ¬ლი და¬მწერ¬ლო¬ბის უძ¬ვე¬ლეს ძეგ¬ლე¬ბად ით¬ვლე¬ბო¬და და¬ვა¬თის სტე¬ლა¬ზე აღმო¬ჩე¬ნი¬ლი ასომ¬თავ¬რუ¬ლი წარ¬წე¬რა (ახ. წ. IV სა¬უ¬კუ¬ნე) და ბოლ¬ნი¬სის სი¬ო¬ნის ასე¬ვე ასომთავრუ¬ლი წარ¬წე¬რა (492-493 წწ.). აწ გან¬სვე¬¬ნე¬ბუ¬ლი ქარ¬თვე¬ლი არ¬ქე¬ო¬ლო¬გის, აკადე¬მი¬კოს ლე¬ვან ჭი¬ლაშ¬ვი¬ლის ხელ¬მძღვა¬ნე¬ლო¬ბით ნეკ¬რეს¬ში (კა-ხე¬თი) 1990-იან და 2000-2003 წლებ¬ში ჩა¬ტა¬რე¬ბულ¬მა არქეო¬ლო¬გი¬ურ¬მა გამო¬კვლე¬ვებ¬მა და¬ამ¬ტკი¬ცა, რომ ქარ-თუ¬ლი ან¬ბა¬ნი შექ¬მნი¬ლია ქრის¬ტი¬ა¬ნო¬ბის გა¬ვრცე¬ლე¬ბა¬მდე სა¬ქარ¬თვე¬ლო¬ში. გა¬თხრე¬ბის შე¬დე¬გად აღმო¬ჩნდა წარმართული ხა¬ნის ტაძ¬რის ნა¬შთე¬ბი, სა¬დაც სა¬წნა¬ხელ¬სა და ქვევ¬რის თა¬ვებ¬ზე შემორ¬ჩე¬ნი¬ლი წარ¬წე¬რე¬ბი ახ. წ. I-II სა¬უ¬კუ¬ნე¬ე¬ბით თა¬რიღ¬დე¬ბა. 
ქარ¬თულ ენა¬ში გამო¬ი¬ყო¬ფა შემ¬დე¬გი კი¬ლო¬ე¬ბი: ქარ¬თლუ¬რი, კა¬ხუ¬რი, ფშა¬უ¬რი, თუ¬შუ¬რი, ხევ¬სუ¬რუ¬ლი, მთი¬უ¬ლუ¬რი, მო¬ხე¬უ¬რი, ინ¬გი¬ლო¬უ¬რი, იმე¬რუ¬ლი, გუ¬რუ¬ლი, აჭა¬რუ¬ლი, ლეჩხუმური, რა¬ჭუ¬ლი, მე¬სხუ¬რი, ჯა¬ვა-ხუ¬რი, იმერ¬ხე¬უ¬ლი, ფე¬რე¬იდ¬ნუ¬ლი.
ქარ¬თუ¬ლი ენის ის¬ტო¬რი¬ა¬ში გამო¬ყო¬ფი¬ლია გან¬ვი¬თა¬რე¬ბის ძვე¬ლი და ახა¬ლი პე¬რი¬ო¬დე¬ბი; ძვე¬ლი ქართუ-ლი სა¬მწერ¬ლო ენა ფუნ¬ქცი¬ო¬ნი¬რებ¬და არ¬ქა¬უ¬ლი ხა¬ნი¬დან მე¬თერ¬თმე¬ტე სა¬უ¬კუ¬ნის და¬მლე¬ვა¬მდე. ამ ხნის მან¬ძილ-ზე იგი არა¬ერ¬თგვა¬რო¬ვა¬ნია, განირ¬ჩე¬ვა ხან¬მე¬ტო¬ბა და ჰა¬ე¬მე¬ტო¬ბა. ხან¬მე¬ტო¬ბა და ჰა¬ე¬მე¬ტო¬ბა მთე¬ლი რი¬გი ლექ-სი¬კუ¬რი, მო¬რფო¬ლო¬გი¬უ¬რი და ფო¬ნე¬ტი¬კუ¬რი თავისებუ¬რე¬ბე¬ბით ხა¬სი¬ათ¬დე¬ბა. მი¬უ¬ხე¬და¬ვად ამი¬სა, ძვე¬ლი ქარ-თუ¬ლი სა¬ლი¬ტე¬რატუ¬რო ენა მწყობ¬რად ჩამო¬ყა¬ლი¬ბე¬ბუ¬ლი, ნორ¬მი¬რე¬ბუ¬ლი სის¬ტე¬მაა.
ახა¬ლი ქარ¬თუ¬ლი სა¬ლი¬ტერატუ¬რო ენა ყა¬ლიბ¬დე¬ბა მე¬თორ¬მე¬ტე სა¬უ¬კუ¬ნი¬დან. მას სა¬ფუძ¬ვლად და¬ე¬დო აღმო¬სავ¬ლეთ სა¬ქარ¬თვე¬ლოს ბა¬რის მე¬ტყვე¬ლე¬ბა – ქარ¬თლუ¬რი და კა¬ხუ¬რი კილოე¬ბი.
თა¬ნა¬მედ¬რო¬ვე ქარ¬თუ¬ლი სა¬ლი¬ტე¬რა¬ტუ¬რო ენის ნორ¬მე¬ბის და¬დგე¬ნაში ფას¬და¬უ¬დე¬ბე¬ლია ილია ჭავჭა¬ვა-ძის, აკა¬კი წე¬რეთ¬ლის, ია¬კობ გო¬გე¬ბაშ¬ვი¬ლის, სი¬ლო¬ვან ხუნ¬და¬ძის და სხვა სახელოვან მოღ¬ვა¬წე¬თა დამ¬სა¬ხუ¬რე¬ბა.
 
 
ქართული ხასიათი
ქართველები ერთ-ერთი ყველაზე სტუმართმოყვარე ერია მთელს მსოფლიოში, ისინი დიდ პატივს სცემენ ტრადიციებს, მათ სწამთ, რომ "სტუმარი ღვთისაა". მეგობრობა ყველაზე ძვირად ფასობს ქართველებისთვის. ეს აღწერილია კიდეც შოთა რუსთაველის უკვდავ პოემაში "ვეფხისტყაოსანში". ქართველები ადამიანებს არა ფულის, არამედ მეგობრების რაოდენობით აფასებენ. ქართველები არიან ამაყნი, თავისუფალნი, გამოირჩევიან ინდივიდუალურობით.


მოგზაურობა საქართველოში
მოგზაურობა საზღვარგარეთ
დასვენება საზღვარგარეთ
ეგვიპტე
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024 | Website builder - uCoz