ნახე საქართველო

ENG | რეგისტრაცია | შესვლა
შაბათი, 27.04.2024, 12:19
მოგესალმები სტუმარი | | ENG
ზამთრის კურორტები
მოგზაურობა საქართველოში
დასვენება საქართველოში
დამატებითი სერვისები
ფოტო ალბომი
მეგობარი საიტები

თურქეთის ზამთრის კურორტები

სარაკამიში (ყარსი) (ნახე  ფასები და სასტუმროები)- ეს ზამთრის კურორტი საქართველოსთან ყველაზე ახლომდებარე სათხილამურო კუროტია თურქეთის ტერიტორიაზე. იგი 2100 - 2700 მ. ზოლში მდებარეობს და სხვა თურქეთეის ზამთრის კურორტებისგან გამოირჩევა თოვლის საფარის მაღალი ფენით. ამ კუროტზე რამდენიმე სათხილამურო ტრასა. საბაგირო გზის მაქსიმალური სიმაღლე 2634 მეტრია. სეზონი დეკემბრის ბოლოს იხსნება და მარტის შუა რიცხვებამდე გასტანს. 

პალანდოკენი (ერზრუმი) (ნახე ფასები და სასტუმროები)-  სხვადასხვა სირთულის 20-მდე სათხილამურო ტრასა. მაქსიმალური სიმაღლე 3115 მ. 5 საბაგირო გზა. სასტურმოები მდებარეობენ 2100-2600 მეტრზე ზღვის დონიდან. სათხილამურო კურორტზე ტყე არაა. 

ულუდაგი (ბურსა) - (ნახეთ სასტუმროები და ფასები) 13 სათხილამურო ტრასა. მაქსიმალური სიმაღლე 2230 მ. ტრასების გამტარუნარიანობა - 600-დან 1200 კაცამდე საათში. სასტუმროები მდებარეობს 1600-1900 მეტრიან ზოლში. კურორტს აქვს როგოც ტყეში გაჭრილი ტრასები, ასევე სრულიად თავისუფალი ტრასები (3 ტრასა).

ერციეს მთა (კაისერი) - ყველაზე მაღალი მთა ანატოლიაში. 15-მდე სხვადასვა სირთულის ტრასა. მაქსიმალური სიმაღლე საბაგირო გზით (5 საბაგირო გზა) 2970 მ. ხოლო ექსტრემალებისთვის (ვერტმფრენით გადაყვანა) - 3917 მ. ქალაქ კაისერიდან 23 კმ. ხოლო ტრაბზონიდან 715 კმ. ცენტრალური თურქეთის საუკეთესო ზამთრის სათხილამურო კურორტი. 

კარტალკაია (ბოლუ) - ეს ზამთის სათხილამურო კურორტი სტამბულიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 200 კმ. მდებარეობს და განთავსებულია 2250-1780მ. ზოლში. შავ ზღვასთან ახლომდებარეობის გამო ნალექების რაოდენობა ზამთარში დიდი, შესაბამისად თოვლის საფარიც საკმარისია კარგი სათხილამურო კურტისთვის. ამ კურორტზე 20-მდე სათხილამურო ტრასა და 11 საბაგირო გზაა. თითოეულ ტრასას საშუალოდ საათში 600 ადამიანის გატარება შეუძლია. 


პალანდოკენის  სათხილამურო ტრასები


 

ერციიეს  სათხილამურო ტრასები


 

კარტაკლაიას სათხილამურო ტრასები


 

ულუდაგის სათხილამურო ტრასები


მოგზაურობა საქართველოში
მოგზაურობა საზღვარგარეთ
დასვენება საზღვარგარეთ
ეგვიპტე
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024 | Website builder - uCoz