ბაკურიანი
მდებარეობა: ბაკურიანი მდებარეობს დაბა ბორჯომის რაიონში, თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას. ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ბოლო პუნქტი. ზ.დ.1700მ, ბორჯომიდან 30კმ.
კლიმატი: ჰავა ზყვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურისაკენ გარდამავალია,ზამთარი ცივი,თოვლიანი, ზაფხული –ხანგრძლივი, საშ.წლ. ტემპერატურა 4.3°C,იანვრისა –7.2°C.აგვისტოსი 15°C.თოვლის საფარი (64სმ სისქის) დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე.
ძირითადი სამკურნალო ფაკტორებია: მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება(2052 საათი წ.) და ულტრაიისფერი სხივების მაღალი რადიაცია.
სამედიცინო ჩვენება: ლიმფადენიტი, სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური დაავადებანი, სისხლნაკლებობა.