ნახე საქართველო

ENG | რეგისტრაცია | შესვლა
სამშაბათი, 19.03.2024, 11:37
მოგესალმები სტუმარი | | ENG
ზამთრის კურორტები
მოგზაურობა საქართველოში
დასვენება საქართველოში
დამატებითი სერვისები
ფოტო ალბომი
მეგობარი საიტები
მთავარი » 2010 » ივნისი » 24 » 6 დღიანი ტური სვანეთში
6 დღიანი ტური სვანეთში
20:39

სვანეთი

6 დღიანი ინკლუზივ ტური

მიმართულება: სვანეთი

მოსანახულებელი ადგილები: მესტია, ლატალი, ლენჯერი, ბეჩო, ჭალდაის ხეობა, კალა – კვირიკეს ეკლესია, იფარის წმ. გიორგის მონასტერი, მულახი, კალა, უშგული, სვანეთის მუზეუმები (მესტია და უშგული), მთავარანგელოზის ეკლესია ''მხეერნაკ'' (2800 მ.) 

ხანგრძლივობა: 6დღე (5 ღამე)

ტურისტების რაოდენობა ჯგუფში: 12-14 კაცი

განთავსება: საოჯახო სასტუმრო (მესტიაში)

 

ტურის პროგრამა

პირველი დღე:

გასვლა თბილისიდან დილის 05:30 საათზე.

დღის მარშრუტი: თბილისი - ლიხის უღელტეხილი - ზუგდიდი - ჯვარი - ეცერი – ლატალი – მესტია. გასეირნება მესტიაში. ექსკურსია მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 

განთავსება: საოჯახო სასტუმრო მესტიაში

კვება: სადილი ჯვარში, ვახშამი სასტუმროში


მეორე დღე:

გასვლა მესტიიდან 09:00 საათზე მიკროავტობუსით მულახის მიმართულებით. სოფელ ლახირის მონახულება. ლახირი არის მულახის თემის სოფელი, სადაც ყველაზე მეტი კოშკია თავმოყრილი ძალიან მცირე ტერიტორიაზე. ქვეითი მარშრუტი ლახირის გვერდზე მდებარე ხევში და თოვლის ზვავის უნიკალური გვირაბების მონახულება. სადილი. გამგზავრება მულახის თემის სოფელ ჟაბეშში და მჟავე წყლების (მინერალური წყალი) დაგემოვნება. დაბრუნება მესტიაში. ვახშამი

დღის მარშრუტი: მესტია – მულახი – მესტია.

განთავსება: საოჯახო სასტუმრო მესტიაში

კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი. 


მესამე დღე:

გასვლა მესტიიდან მიკროავტობუსით 08:00 საათზე მესტიაჭალას მიმართულებით. 08:30 სთზე დაიწყება ქვეითი მარშრუტი ჯერ მესტიაჭალაზე, შემდეგ კი ჭალაათის მყონვარისკენ. ჭალაათის მყინვარის მონახულება და გასეირნება მყინვარზე. დაბრუნება მესტიაში. საავტომობილო გზის დასაწყისში დაგვხვდება მიკროავტობუსი. ქვეითი მარშრუტის ხანგრძლივობა 5–6 საათი შესვენებებისა და სადილის ჩათვლით. 

დღის მარშრუტი: მესტია - მესტიაჭალა – ჭალაათის მყინვარი – მესტია. 

განთავსება: საოჯახო სასტუმრო მესტიაში

კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი. 


მეოთხე დღე:

გამოსვლა მეტიიდან მიკროავტობუსით 09:30 სთ–ზე. ამ დღეს ჯგუფი მოინახულებს და მოილოცებს ლატალის, ლენჯერის და ბეჩოს ეკლესიებს. სადილზე, რომელიც გაიმართება ბუნებაში, გვექნება საშუალება შევხვდეთ და გავესაუბროთ ლატალელ (ან ლენჯერელ) უხუცესებს, მათგან მოვისმინოთ ისტორიები სვანეთის ეთნოგრაფიის, სარწმუნოების, კულტურის და ცხოვრების წესის შესახებ. 

დღის მარშრუტი: მესტია – ლენჯერი – ლატალი - ბეჩო - მესტია

განთავსება: საოჯახო სასტუმრო ლატალში

კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი.

 

მეხუთე დღე:

გასვლა მესტიიდან 07:00 სთ–ზე. 09:00 საათზე ჯგუფი მივა კალაში, სადაც მონაწილეობას მივიღებთ სვანეთის უდიდეს დღესასწაულში – კვირიკობაში (სვ. ლაგურკა). 11–12 საათზე ჯგუფი გაემგზავრება უშგულში. სადილი გზაზე. უშგულში მოვინახულებთ თამარ მეფის ციხეს, ფეხით შემოვივლით უშგულის სოფლებს – ჩაჟაში, ჩვიბიანი, ჟიბიანი. დაბრუნება მესტიაში. 

დღის მარშრუტი: მესტია - იფარი - კალა – უშგული – მესტია.

განთავსება: საოჯახო სასტუმრო მესტიაში. გამოსამშვიდობებელი საღამო

 

მეექვსე დღე:

გამოსვლა მესტიიდან 10:00 საათზე, გამომგზავრება თბილისში. ექსკურსია ზუგდიდში, დადიანების სასახლებში. საღამოს 8–9 საათზე ჯგუფი იქნება თბილისში 

დღის მარშრუტი: მესტია – ზუგდიდი – თბილისი.


ტურის ფასი: 320 ლარი

ფასში შედის:

  • განთავსება საოჯახო სასტუმროში;
  • ტრანსპორტირება მიკროავტობუსით
  • ქართულენოვანი ადგილობრივი გიდი;
  • სამჯერადი კვება
ფასში არ შედის:
  • დამატებითი მომსახურება
  • ადგილობრივი საექსკურსიო მოსაკრებლები
ნანახია: 4040 | დაამატა: tig | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
მოგზაურობა საქართველოში
მოგზაურობა საზღვარგარეთ
დასვენება საზღვარგარეთ
ეგვიპტე
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024 | Website builder - uCoz