|
 | |  |
 | ურეკი მდებარეობა: დაბა ურეკი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. ის დიდი მნიშვნელობის ზღვის კლიმატური კურორტია.
კლიმატი: ჰავა არის ზღვის სუბტროპიკული, აქ იცის თბილი უთოვლო ზამთარი და ცხელი ზაფხული. ძირითადი სამკურნალო ფაქტორები არის: ქვიშიანი პლაჟი, ზღვა და ზღვის ჰავა. კურორტის აღწერა: ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია პატარა ბავშვებისათვის. ამ კურორტის პლაჟის ქვიშა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეტიტის ნაწილაკებს. ურეკის მიდამოებში აღინიშნება მომატებული მაგნიტური ველი, რაც ბუნებრივ საკურორტო ფაქტორად არის მიჩნეული. ურეკში საზაფხულო სეზონი ივნისის თვიდან იწყება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ინფრასტრუქტურა: ურეკში არც თუ ის ებევრი კაფე-ბარი და ღამოს კლუბია როგორც აჭარის კურორტებზე, თუმცა ეს კურორტი დამსვენებლის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. ურეკი იდეალური ადგილია ოჯახური დასვენებისთვის და განტვირთვისთვის. ურეკში არის საკმაოდ ბევრი კეთილმოწყობილი სასტუმრო, და დასასვენებელი პუნქტები, ასევე არანაკლებ კეთილმოწყობილი კერძო სექტორი სადაც შედარებით ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ დაისვენოთ.
|  |
 | |  |
|
კალენდარი | « სექტემბერი 2023 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|