|
 | |  |
 | ბაკურიანი მდებარეობა: ბაკურიანი მდებარეობს დაბა ბორჯომის რაიონში, თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას. ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ბოლო პუნქტი. ზ.დ.1700მ, ბორჯომიდან 30კმ.
ბაკურიანი გაშლილია ეგრეწოდებული ბაკურიანის ქვაბულის ძირზე, რომელიც ვულკან მუხერიდან ამონთხეული ლავით არის აგებული. კლიმატი: ჰავა ზყვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურისაკენ გარდამავალია,ზამთარი ცივი,თოვლიანი, ზაფხული –ხანგრძლივი, საშ.წლ. ტემპერატურა 4.3°C,იანვრისა –7.2°C.აგვისტოსი 15°C.თოვლის საფარი (64სმ სისქის) დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე. ძირითადი სამკურნალო ფაკტორებია: მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება(2052 საათი წ.) და ულტრაიისფერი სხივების მაღალი რადიაცია. სამედიცინო ჩვენება: ლიმფადენიტი, სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური დაავადებანი, სისხლნაკლებობა.
|  |
 | |  |
|
კალენდარი | « სექტემბერი 2023 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|