ხევსურეთი 3 დღიანი ინკლუზივ ტური გასვლები: 16 და 23 ივლისი. 2010 წელი
მიმართულება: ხევსურეთი
სტატუსი: ეკონომტური მოსანახულებელი ადგილები: არაგვის ხეობა - ჩარგალი - გუდანი - დათვის ჯვრის უღელტეხილი - ლებაისკრის ციხე - კისტნის ციხეები - შატილი - ანატორის აკლდამები - მუცო - არდოტი. ხანგრძლივობა: 3დღე (2 ღამე)
ტურისტების რაოდენობა ჯგუფში: 12-14 კაცი განთავსება: კარვებში ტურის პროგრამა
პირველი დღე: გასვლა თბილისიდან დილის 07:30 საათზე. დღის მარშრუტი: თბილისი - ჩარგალი - ბარისახო - ბისო (ალუდა ქეთელაურის სამშობლო) - დათვის ჯვრის უღელტეხილი - ლებაისკარი - კისტანი - გიორწმიდა.  განთავსება: კარვებში გიორწმიდასთან ახლოს კვება: სადილი დათვის ჯვრის უღელტეხილზე, ვახშამი ბუნებაში.
მეორე დღე: გამოსვლა გიორწმიდიდან 09:00 საათზე. დღის მარშრუტი: გიორწმიდა - შატილი (2 საათიანი ექსკურსია შატილში) - ანატორის აკლდამები - მუცო (ქვეითი 2 საათიანი ექსკურსია მუცოს ციხე-სოფლის მოსანახულებლად - ქვეითი გასეირნება არდოტში (12 კმ. ფეხით სავალი გზა) - დაბრუნება მუცოში. 
განთავსება:კარვეში, მუცოსთან ახლოს, არღუნის ხეობაში. კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი.
მესამე დღე: გამოსვლა მუცოდან 09:00 საათზე. დღის მარშრუტი:მუცო - შატილი - დათვის ჯვრის უღელტეხილი - ბარისახო - ჟინვალი - შესვლა მთიულეთის ხეობაში ანანურის მოსანახულებლად - თბილისი კვება: საუზმე, სადილი.
ტურის ფასი: 165 ლარი
ფასში შედის: - განთავსება კარვებში;
- ტრანსპორტირება ორხიდიანი მიკროავტობუსით
- ქართულენოვანი გიდის მომსახურება;
- სამჯერადი კვება
- საერთო მოხმარების ტურისტული აღჭურვილობა (კარავი, სამზარეულო და სასადილო აღჭურვილობა)
ფასში არ შედის:- დამატებითი მომსახურება
- ინდივიდუალური მოხმარების (საძილე ტომარა, მატრასი, ფანარი და სხვა) ტურისტული აღჭურვილობა
|